Monday, June 8, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ ნამუშევარი.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების დამხმარე რესურსებს.

Saturday, June 6, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე ძალიან დატვირტთული იყო, ვისწავლეთ ვიდეო მასალის ბლოგზე განთავსება,მივიღეთ დავალებად სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში სასწავლო პროცედურების აღწერა.

სამუშაო ვარიანტი

Saturday, May 30, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

 მეხუთე  დღე იყო საკმაოდ დატვირთული გავეცანით იმფორმაციის მოპოვებას, საავტორო უფლებების დაცვით და ვიმუშავეთ მოსწვალის ნიმუშზე, რომელიც განვათავსეთ ბლოგზე.  

მოსწავლის ნაშრომი

Tuesday, May 26, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე იყო ძალზე დატვირთული, ვისწავლეთ ბევრი რამ, მათ შორის, სლაიდის სახით შევქმენით ჩვენი პრეზენტაცია,შემდეგ ავტვირთეთ ეს Google drive-ში, აქედან კი განვათავსეთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, May 17, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო,გადავხედეთ ესგ-ს, გამოვყავით ჩვენი პროექტებისათვის მისაღები და გამოსაყენებელი
 სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები,  გადავიტანეთ პროექტის  გეგმაში, ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეიდან გამომდინარე მოსწავლეთა მიზნები.ჩამოვწერეთ მიმრთულების მიმცემი კითხვები და ავტვირთე ბლოგზე, ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდები ვისწავლეთ გაჯეტებში სურათის და ვიზიტორების მთვლელის ჩასმა.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი თანდათან უფრო საინტერესო ხდება,გავიაზრე პროექტის იდეა, ჩამოვაყალიბე, განვათავსე ბლოგზე, გავეცანი კოლეგების საპროექტო იდეებს. 
დავიწყეთ ბროშურის  დამზადების შესწავლა. გამოყენება დაგვჭირდა.
მივიღე კოლეგების
 რეკომენდაციები და შენიშვნები პროექტის იდეებთან დაკავშირებით.

მიმართულების მიმცემი კითხვები


  • ზოგადი კითხვები: რამდენად ჯანმრთელი ვარ?




  • თემატური კითხვები: რა უნდა გავაკეთო ჯანმრთელობისთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
  • როგორ გვეხმარება სპორტი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?



  •  შინაარსობრივი კითხვები: როგორ დაგეხმარება შვიდკრამიტაობა კალათბურთში საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ სხვადასხვა ხალხური თამაშები,რომელთაც გამოიყენებენ აქტივობებად საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული სპორტის სახეობისათვის საჭირო უნერების გაუმჯობესებაში. მოსწავლეების ამოცანებს წარმოადგენს მოახდინონ სხვადასხვა ხალხური თამაშებიდან იმ ელემენტთა  შეფასება, ანალიზი და სინთეზი რომელიც დაეხმარებათ საკუთარი სპორტული მიღწევების გაუმჯობესებაში, სწავლის საბოლოო შედეგს წარმოადგენს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების გაუმჯობესება, მათი უნარების გაუმჯობესება სპორტში, ამასთან გაეცნობიან წინაპართა გამოცდილებას და მათ დამოკიდებულებას მომავალი თაობის აღზდის საქმეში.ამ პროექტის ფარგლებში  კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებ, მოსწავლეებს   დაეხმარება  წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნების, უნარების წახალისებაში საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

Saturday, May 16, 2015

ჩემი პროექტის იდეა

                                          სპორტში მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ხალხური                                                                        თამაშების გამოყენებით

         "ჯანსაღ სხეულში,ჯანსაღი სულია," ამის შესახებ გვეუბნებოდნენ ძველი ბერძნები, რასაც ჩვენც ვეთახმებით და შეძლებისგვარად მივყვებით "ჯანსაღი ცხოვრების წესს," დამეთანხმებით სპორტის გარეშე ამის მიღწევა გაგვიჭირდება, ამიტომ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია მათი სპორტული აქტივობის გაზრდა, ეს საკითხი არა მხოლოდ დღესაა აქტუალური, არამედ ამის შესახებ ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრებიც, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელი თაობის აღზრდა, ამ საქმეში კი, დიდ როლს ასრულებდა ხალხური თამაშები, ვფიქრობ წინაპართა გამოცდილება დაგვეხმარება მოსწავლეთა სპორტული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, ამასთან მოსწავლეები გაეცნობიან ტრადიციულ თამაშებს და მათ მოუწევთ გაანალიზონ, შეაფასონ, რომელი თამაში დაეხმარებათ კონკრეტული სპორტის სახეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამტკიცებაში. შეძენილი ცოდნით, კი მოახდენენ სხვადასხვა თამაშის ელემენტების სინთეზს, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ მათ სპორტული შედეგის გაუმჯობესებაში.

Saturday, May 9, 2015

პირველი დღის რეფლექსია

                                                        პროექტის სწავლება
ტრენინგი იყო მრავლისმომცველი: შევისწავლეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი, ძირითადი აქტივობები იყო პროექტის იდეის გენერირება, პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა,  პროექტისათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა და ბოლოს დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია ბლოკზე, ერთი სიტყვით  სწავლების პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.