Saturday, May 16, 2015

ჩემი პროექტის იდეა

                                          სპორტში მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ხალხური                                                                        თამაშების გამოყენებით

         "ჯანსაღ სხეულში,ჯანსაღი სულია," ამის შესახებ გვეუბნებოდნენ ძველი ბერძნები, რასაც ჩვენც ვეთახმებით და შეძლებისგვარად მივყვებით "ჯანსაღი ცხოვრების წესს," დამეთანხმებით სპორტის გარეშე ამის მიღწევა გაგვიჭირდება, ამიტომ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია მათი სპორტული აქტივობის გაზრდა, ეს საკითხი არა მხოლოდ დღესაა აქტუალური, არამედ ამის შესახებ ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრებიც, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელი თაობის აღზრდა, ამ საქმეში კი, დიდ როლს ასრულებდა ხალხური თამაშები, ვფიქრობ წინაპართა გამოცდილება დაგვეხმარება მოსწავლეთა სპორტული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, ამასთან მოსწავლეები გაეცნობიან ტრადიციულ თამაშებს და მათ მოუწევთ გაანალიზონ, შეაფასონ, რომელი თამაში დაეხმარებათ კონკრეტული სპორტის სახეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამტკიცებაში. შეძენილი ცოდნით, კი მოახდენენ სხვადასხვა თამაშის ელემენტების სინთეზს, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ მათ სპორტული შედეგის გაუმჯობესებაში.

1 comment:

  1. საინტერესო იდეაა, დავით, წარმატებებს გისურვებ :)

    ReplyDelete